სად ყიდულობს საქართველო მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას?

სად ყიდულობს საქართველო მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას?

წელს 8 თვეში საქართველომ 241.6 მლნ აშშ დოლარის მსხვილი საოჯახო ტექნიკა შეიძინა.

მათ შორის, 42 მლნ აშშ დოლარის ტელევიზორები, 68.3 მლნ აშშ დოლარის მაცივრები, 27 მლნ აშშ დოლარის სარეცხი მანქანები და 32.5 მლნ აშშ დოლარის ჭურჭლის სარეცხი მანქანები.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორის შემოსავალი 2018-23 წლებში საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდს მიაღწია 2023 წელს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს ერთობლივ მონაცემს საოჯახო ტექნიკის იმპორტ-ექსპორტის შესახებ. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით კი, 2024 წლის 8 თვეში მაჩვენებლები ასეთია:

  • მაცივრები და საყინულეები – $68.3 მლნ. კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 5.4%. იმპორტიორი ქვეყნები: თურქეთი – $23.1 მლნ, ჩინეთი – $18.2 მლნ, მოლდოვა – $7.9 მლნ;
  • კონდიციონერები – $64 მლნ. ზრდა 19.8%. იმპორტიორი ქვეყნები: ჩინეთი – $36.5მლნ, სინგაპური – $11.3 მლნ, თურქეთი – $7.4 მლნ.
  • ტელევიზორები – $42 მლნ. კლება 0.7%. ჩინეთი – $13.8 მლნ, ჰონ-კონგი $9 მლნ, ნიდერლანდები – $2.1 მლნ.
  • ჭურჭლის სარეცხი მანქანები – $32.5 მლნ. ზრდა 31.3%. იტალია – $9.6 მლნ, გერმანია – $9.1 მლნ, თურქეთი – $4.3 მლნ.
  • სარეცხი მანქანები – $27 მლნ. კლება 11.4%. ჩინეთი – $15.1 მლნ, თურქეთი – $4.5 მლნ, პოლონეთი – $1.7 მლნ.
  • ღუმელი (ქურები) – $7.8 მლნ. კლება 22.7%. თურქეთი – $4 მლნ, უკრაინა – $2.1 მლნ, ჩინეთი – $777.4 ათასი.

მსგავსი სიახლეები

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი ექსპორტზე $516 მილიონით მეტია

2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი…

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…